Saturday, April 13, 2019

ტრენინგის მე - 9 დღე

ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პროექტს.  ამის შემდეგ თითოეეულმა მსმენელმა გააკეთა თავისი შექმნილი პროექტის პრეზენტაცია: "ბაზილიკა", "დედამიწის მაგნიტური ველი", "ძველი ქართული ტრადიციები", "ვისაუბროთ ქართულად". დავათვალიერეთ ჩვენი რომელიმე კოლეგის პროექტი და შევაფასეთ.კმაყოფილი ვარ ტრენინგით.ვისწავლე პროექტის დაგეგმვა როგორც თეორიულად ასევე ტექნოლოგიურად ბლოგზე.
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის-მე-8 დღე

დღე დავიწყეთ კვლავ გამეორებით.შემდეგ კი ვიმუშავეთ  ფასილიტაციის ნიმუშის
შექმნაზე. განვიხილეთ პროექტის პორტფოლიოს მოწესრიგება. დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდეები. ვუმუშავეთ ბლოგში გაჯეტებზე. შევისწავლეთ პროექტის ატვირთვა ბლოგზე და ჩვენი პორტფოლიოც  ავტვირთეთ. 
მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და შრომატევადი დღისთვის. 

Saturday, April 6, 2019

ტრენინინგის მე-7 დღე

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში. აღვწერეთ სასწავლო პროცედურები. აქ გავწერეთ რამდენიმე ეტაპი, სადაც ჩანდა სამი ფაზა